თბილი და უმეტესად უნალექო,ღამით მაღალმთაში მოთოვს -როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

0
304

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით  დასავლეთ საქართველოში ამინდი გათბება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან იწვიმებს,  მაღალმთაში კი მოთოვს.

«🌡️ 5-8 აპრილს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 5-6 აპრილს +17+22 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 7 აპრილიდან +21,+26 გრადუსამდე მოიმატებს.

🌧️ აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან იწვიმებს, ღამით მაღალმთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა +16, +21 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

🌦 ქ. თბილისში 6 აპრილს, დღის საათებში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +14, +16 გრადუსი იქნება. დანარჩენ დღეებში უმეტესად უნალექო ამინდია ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა +19, +21 გრადუსამდე მოიმატებს.»-აღნიშნულია განცხადებაში.

ფაქტები.ჯი

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ