სხვადასხვა

თბილისში 31 წლის ნიკა რუხაძეს მესამე დღეა ეძებენ-გავავრცელოთ რომ მალე ვიპოვოთ

31 წლის ნიკა რუხაძეს ოჯახი ეძებს. ახალგაზრდა მამაკაცი სახლიდან 14 მაისს გავიდა და ამის შემდეგ აღარავის უნახავს. ის მამიდასთან ფონიჭალაში აპირებდა მისვლას, თუმცა დანიშნულების ადგილამდე არ მისულა.

ოჯახისთვის ნიკას გაუჩინარების მიზეზები უცნობია, ახალგაზრდას უკვე პოლიციაც ეძებს.

„14 მაისს, დაახლოებით 7 საათზე გავიდა სახლიდან, მიდიოდა მამიდასთან ფონიჭალის დასახლებაში და არ არის მისული იქამდე. მის მერე არ ჩანს, ტელეფონი გამორთული… ჩემმა მეორე ბიჭმა მითხრა, რომ დაველოდოთ, იქნებ გამოჩნდეს და მოვიდესო. ვუცადეთ, არ გამოჩნდა და განვაცხადეთ დღეს. ვთხოვ რომ მომაძებნინონ და მიშველონ, იქნებ უჭირს რამე“ — აცხადებს ნიკა რუხაძის დედა, ნატო რუხაძე.

რუსთავი2

Loading…

მსგავსი პოსტები

ვოლოდიმირ ზელენსკი ავარიაში მოყვა

შეაჩერე კორუფციის» ხელმძღვანელი, ვატო გელაშვილი დააკავეს

მოზარდს დაზიანება თანატოლმა შემთხვევით, იარაღით თამაშის დროს მიაყენა

დატოვე კომენტარი