სკანდალი

თბილისში, წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფო იწვის

თილისში, აღმაშენებლის გამზირზე ასრებულ წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს (ყოფილი მიხაელოვის საავადმყოფო) ცეცხლი წაეკიდა და აქამდე ვერ ხერხდება მისი ჩაქრობა.

ცეცხლის კერასთან მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო სამსახურის სპეციალური ტექნიკა.

გავრცელებული ცეცხლის ფართობი ამჯერად უცნობია.

ირკვევა, რომ შენობა, რომელსაც ცეცხლი წაეკიდა არის სადაო. სახელმწიფომ ის ინვესტორს თავის დროზე გადასცა ხუთვარსკლავიანი სასტუმროს ასაშენებლად, თუმცა სამწუხაროდ ეს ვალდებულება დღემდე შეუსრულებელია. ეს შენობა კომპანია „აღმა“-ს მფლობელობაში იყო. თუმცა ამავე კომპანიის დირექტორი, გოგი უგრეხელიძე ამბობს, რომ არსებული ფართი ჩამოერთვა და დავა სასამართლოში მიმდინარეობს.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე საგამომძიებლო ღონისძიებების დასრულებამდე არავინ საუბრობს.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«ღარიბი» პრემიერის მრავალმილიონიანი ნუშის პლანტაციები

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ლიდერი ყაჩაღობისა და ქურდობისთვის არის ნასამართლევი

სულხან მოლაშვილის მამა საკუთარი შვილის მკვლელობაში ბრალს მოსამართლე მანუჩარ კაპანაძეს დებს

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი