განცხადებები

«თბილისში წლის ბოლოს მანის ტიპის, ეკოლოგიურად სუფთა, 90 ახალი ავტობუსი შემოვა»-კახა კალაძე

თბილისის  მერმა, კახა კალაძემ, თბილისის მთავრობის სხდომაზე განცხადება გააკეთა, რომ , ეკოლოგიურად სუფთა, 90 ახალი ავტობუსი შემოვა და 2019 წლის ბოლოსთვის ყვითელ ავტობუსებს სრულად ჩაანაცვლებს:

«წლის ბოლოს მანის ტიპის, ეკოლოგიურად სუფთა, 90 ახალი ავტობუსი შემოვა. ამის პარალელურად მერიამ უკვე დაიწყო 220 ერთეულ 8-მეტრიანი ახალი ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსების შესყიდვის პროცესი.

«როგორც დავპირდით მოსახლეობას, 2019 წლის ბოლოსთვის 550 ახალი ერთეული ავტობუსი იქნება შემოყვანილი. არსებული ყვითელი ავტობუსების პარკი იქნება სრულად ჩანაცვლებული.

«გარდა ამისა, მთელი ქალაქის მასშტაბით ჩვენ დაწყებული გვაქვს სატრანსპორტო კვლევა და რამდენიმე თვეში ზუსტად გვეცოდინება, არის თუ არა იმის საჭიროება, რომ კიდევ დავამატოთ ავტობუსები. საჭირო იქნება თუ არა 2020-2021 წლებში ავტობუსების დამატებით შემოყვანა იმისთვის, რომ გადაადგილება უფრო სწრაფი და კომფორტული გახდეს, ამას კვლევა გვაჩვენებს,» — განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«2020–ში იმ პარტიას მივცემ ხმას, ვინც პარლამენტში შესვლისთანავე სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს დააყენებს»-ნინო ჯანგირაშვილი

«მე მომწონს რუსეთი…შვილი მყავს, როგორ გამიბედავს რუსთაველზე წასვლას, თავს მოვაჭრი»-სამტრედიის სოფლის რწმუნებული (აუდიო)

ავტოკოლონები ქუთაისიდან დაიძრა-მასშტაბური აქცია თბილისში გაიმართება (ვიდეო)

roma sajaia

დატოვე კომენტარი