სიახლენი

თბილისში საკუთარ სადარბაზოსთან ცეცხლსასროლი იარაღის 39 წლის მამაკაცი დაჭრეს

თბილისში საკუთარ სადარბაზოსთან ცეცხლსასროლი იარაღის 39 წლის მამაკაცი დაჭრეს. ის საავადმყოფოში მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობებით მიიყვანეს, რის გამოც ოპერაციის ჩატარება გახდა საჭირო.   შემთხვევის ადგილზე, მიცკევიჩის 23-ში  ექსპერტთა ჯგუფი საგამოძიებო სამუშაოებს გვიანობამდე ატარებდა. შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია იარაღი. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე 40 წლის მამაკაცი დააკავეს. მას გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

სვანეთში თაღლითობის ბრალდებით მერიის თანამშრომელი დააკავეს

Joni Kvaracxelia

ევროსაბჭოს დელეგაცია დღეს თბილისში შეხვედრებს გამართავს

მონტენეგრო საქარველოს «NATO»-ში გაწევრიანების პრინციპული მხარდამჭერია

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი