თბილისში, ბელორუსიის ოპოზიციის მხარდამჭერი აქცია ტარდება

0
198

ამ წუთებში, საქართველოში მცხოვრები ბელორუსული დიაპორის წარმომადგენლები თბილისში საპროტესტო აქციას მართავენ. მათი თქმით, ისინი მხარს უჭერენ თავისულალ არჩევნებს, რომელიც დარღვეულ იქნა გუშინ, ბელორუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების დროს. ისინი მხარს უჭერენ ოპოზიციის კანდიდატს სვეტლანა ტიხანოვსკაიას და იმედოვნებენ, რომ მათ სამშობლოში სიმართლე იზეიმებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქმედი პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკოს მოუწევს მოუსმინოს ხალხის ხმას.
შეგახსენებთ, გუშინ ბელორუსში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით 80%-ით გაიმარჯვა მოქმედმა პრეზიდენტმა. ოპოზიციურმა კანდიდატმა კი ხმათა 10%-მდე მიიღო. სწორედ ეს გახდა მიზეზი, ხალხი გამოსულიყო ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში და მოეთხოვა მათი ხმების დაცვა, რომელსაც მოყვა შეტაკება სამართალდამცავეესა და ხალხს შორის. ომონმა ხალხის წინააღმდეგ გამოიყენა რეზინის ტყვიები და ცრემსადენი გაზი.
დაკავებულია 3000-მდე აქტივისტი.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ