“თბილისმა უნდა გაიღვიძოს!”
“ის, რაც ვნახეთ პუტინის პროპაგანდისტის პოზნერის და მისი დელეგაციის მოწვევით – იყო ივანიშვილის “ოცნების” სამარცხვინო სვლა და ჩვენი ერთგვარი “დატესტვა”;
ეს იყო “ტესტი”, თუ რამდენად შეუძლიათ გადააბარონ საქართველო რუსეთს!
ამათ უსინდისობას საზღვარი არ აქვს!
“კუდით ქვა ვასროლინეთ”! ნამდვილად!
ჩაისვარა “ქართულმა ოცნებამ”! ჩაისვარა პოზნერის “კამანდამ”; ჩაისვარა, მათმა მასპინძელმა;
“კომენდანტის საათის” მერე, სადაც შეიკრიბებიან “ქოცი პოზდნერები” სუფრასთან, ყველას თავზე უნდა დავამხოთ სუფრა! ამისთვის საჭიროა თბილისელებმა იაქტიურონ!
“ქოცების” თავისუფალი, “დეშევლი” პარპაშისთვის ვყავართ ხალხი 9 საათიდან გამომწყვდეული!
ეს ყველაფერი მონობას გავს!
ჩვენ ეს არ გვეკადრება!
არცერთ ხელისუფლებას არ უკადრებია ეს საზიზღრობა!
შეშინებული “ქოცი” ქართველი ერის ღირსებას ანადგურებს!
თბილისმა უნდა გაიღვიძოს!”-მალხაზ მაჩალიკაშვილი.
