სხვადასხვა

«თბილისი პრაიდმა» ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე ონლაინაქციით აღნიშნა

გუშინ, 17 მაისს ჰომოფობიის, ტრანსფობიის და ბიფობიის წინააღმდეგ ონლაინაქცია გაიმართა. პირდაპირ ეთერში ჩაერთნენ როგორც LGBTQ თემის აქტივისტები ისე პოლიტიკოსები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მონაწილეები: მარიამ კვარაცხელია — თბილისი პრაიდის დამფუძნებელი. მირანდა ოკუჯავა — ემიგრაციაში მყოფი ტრანს აქტივისტი. ლუიზა ვინტონი — გაეროს განვითარების პროგრამიდ (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში. ლელა აქიაშვილი — პრემიერმინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის საკითხებში. ელენე ხოშტარია — საქართველოს პარლამენტის წევრი. გიორგი თაბაგარი — თბილისის პრაიდის დირექტორი. ანა აბაშიძე — პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ხელმძღვანელი. ნინო ბოლქვაძე — ლესბოსელი აქტივისტი, თანასწორობა 17-ის დირექტორი. ცაბუნია ვართაგავა — სოციალური მუშაკი, ქვიარ აქტივისტი. მარია კასენკო — ტრანს აქტივისტი. გოჩა გაბოძე — ასოციაცია ბროწეულის დამფუძნებელი. ბასილ კობახიძე — თეოლოგი. აქცია 18:00 საათზე იყო დაგეგმილი, თუმცა მიზეზი საკომუნიკაციო პლატფორმა Zoom-ის ხარვეზის გამო, გადაიდო. აქცია დაიწყო 19:30 ზე და გაგრძელდა 2 საათზე მეტ ხანს ლაივ სტრიმის მეშვეობით გაუშვა უამრავმა მედიასაშუალებამ. აღსანიშნავია რომ წინა წლებისგან განსხვავებით წელს პრაიდის არ ჩატარების მიზეზი გახლდათ გლობალური პანდემია COVID-19. გამომსვლელებმა აღნიშნეს რომ ლგბტ პირები მუდმივად განიცდიან დისკრიმინაციას და ჩაგვრას საზოგადოების მხრიდან. რომ კანონი, რომელიც საქართველოში მოწყვლად ჯგუფებს უნდა იცავდეს, მხოლოდ ფურცელზეა დარჩენილი. ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, რომ პოლიტიკოსებმა კეკლუცობას თავი უნდა დაანებონ და ღიად ილაპარაკონ ლგბტ პირების უფლებების დასაცავად.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურაში ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა

ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშ მოყოლილი მეორე მამაკაციც გარდაცვლილი იპოვეს

Joni Kvaracxelia

გასაოცარი ფაქტი ბათუმში-72 წლის ქალმა იმშობიარა

დატოვე კომენტარი