«იმედინიუსის» ინფორმაციით თბილისში ცენტრალურ ქუჩებსა და გამზირებზე ყვითელი სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალება, როგორც თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე აცხადებს, თბილისის მიკოავტობუსების კომპანიასთან კონტრაქტი გადაიხედება.
«აუცილებლად გადაიხედება კონტრაქტი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის განახლებაზე, ეს გარდაუვალი პროცესია, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება ქალაქისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ეს პროცესი მნიშვნელოვან ფაზაშია და უახლოეს პერიოდში წარმოდგენილი იქნება ანგარიში მუნიციპალური ტრანსპორტის განახლებასთან დაკავშირებით. მოდიფიცირება ყვითელი მიკროავტობუსების ქსელსაც შეეხება და ინტეგრირდება ძირითად საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელთან. გადახედვა გაუქმებას არ ნიშნავს.
მიკროავტობუსები გახდება ძირითად სატრანსპორტო საშუალებებთან — მეტროსა და ავტობუსებთან დამაკავშირებელი საშუალება, სავარაუდოდ, ეს იმას გაითვალისწინებს, რომ მიკროავტობუსები ცენტრალური ქუჩებიდან და გამზირებიდან შიდა საუბნო არეალებში გადავა. ცენტრალურ ქუჩებს მთლიანად მეტრო და მუნიციპალური ტრანსპორტი აითვისებს, რომელსაც სრულად აახლებს თბილისის მერია. დღეს თარიღებზე საუბარი გამიჭირდება, მაგრამ ვცდილობთ უმოკლეს დროში განახლდეს», — განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.