სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. თუმცა სასჯელი მას მოხდილად ჩაეთვლება რადგან სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით წარდგენილი ბრალი ამავე კოდექსის 333-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა, რაც ის გამოტანილმა განაჩენმა შთანთქა.
შეგახსენებთ, რომ ყოფილ მერს ბრალად თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვა ედებოდა.
