კორონავირუსთან ბრძოლაში თურქეთის რესპუბლიკის მხარდასაჭერად, ქვეყნის მთავარი სატელევიზიო ანძა თურქეთის დროშის ფერებში განათდა. ამ ბრძოლაში ჩვენ თქვენს გვერდით ვართ! გვჯერა ერთად დავამარცხებთ პანდემიას! – ამ მესიჯს საქართველო თურქ ხალხს უგზავნის.
საქართველომ მსგავსი სოლიდარობა სხვა ქვეყნებსაც გამოუცხადა და სიმბოლურად, თბილისის ანძა ესპანეთის, იტალიისა, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს და საფრანგეთის დროშების ფერებში გაანათა.
Loading…
