პოლიტიკა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, არ დააკმაყოფილა.

გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა სალომე სამადაშვილმა: «საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ექნება ოპოზიციის მხარდაჭერა, სანამ გიორგი ციხეში რჩება. მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, გაგრძელდება ხელისუფლებაზე ის უმწვავესი ზეწოლა.
ჯერ კიდევ რჩება შესაძლებლობის ფანჯარა, სანამ პროცესი საკონსტიტუციო ცვლილებები დასასრულისკენ მიდის და მე იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ხელისუფლება ამ შესაძლებლობების ფანჯარას გამოიყენებს უახლოეს მომავალში. ჩვენ თავიდან ავირიდებთ უმწვავეს პოლიტიკურ კრიზისს, რომელშიც ქვეყანა შეიძლება შევიდეს,» — აღნიშნა «ნაციონალური მოძრაობის» წევრმა სალომე სამადაშვილმა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«ოქრუაშვილის სარჩელზე დიდი აურზაურია საქოცეთში…სამხარაული უარს ამბობს სასურველ დასკვნაზე-თავს ვერავის დავაჭერინებთო»

«ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე აირჩიეს

Joni Kvaracxelia

«მე პარტია დავტოვე…მადლობა»-უგულავამ «ევროპული საქართველო» დატოვა

roma sajaia

დატოვე კომენტარი