სხვადასხვა

თბილისის რომელ რაიონებს შეუწყდება დღეს ელენერგიის მიწოდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

მთაწმინდის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ კოსტავას ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) და ქინძმარაულის ქუჩის მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ჩარგალში 67 წლის ქალის გააუპატიურება 34 წლის მეზობელმა სცადა (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

უკრაინაში ქართველი ჯარისკაცის ნეშტი იპოვეს

«მთავარი არხის» ჟურნალისტი კარანტინში გადავიდა

დატოვე კომენტარი