სხვადასხვა

თბილისის ნაწილს ხვალ ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 19 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II, III, IV მიკრორაიონების, ნაზი შამანაურისა და სესილია თაყაიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს და დიდუბის რაიონები – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I მიკრორაიონის, მეფე მირიანის, დელისის III ქუჩის, ნუცუბიძისა და გაზაფხულის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის, სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივნის, მიხეილ ჭიაურელის, ლუბლიანასა და იუნკერ მიხეილ იოსელიანის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, II, III, მიკრორაიონების, მუხიანის დასახლების (ნაწილობრივ), ხიზანიშვილის, ვეკუას, ხევძმარის, ონის, გობრონიძის, შეშელიძისა და შენგელიას ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ თელასში.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

30 წუთის წინ საქართველოში მიწისძვრა მოხდა

მოდელი პოდიუმზე ჩვენების დროს გარდაიცვალა (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

«ოცნების» დეპუტატი პუტინს დედაზე აგინებს (ვიდეო)

დატოვე კომენტარი