თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება

0
154

სხვადასხვა სამუშაოების გამო, დღეს, 4 დეკემბერს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

ნაძალადევის რაიონი – 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რაფიელ აგლაძის და ხიშარაულის ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მისის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის და ფარნავაზის გამზირის მოსახლეობას. 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გაზაფხულის ქუჩის მოსახლეობას. 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის და მარკო პოლოს ქუჩის მოსახლეობას. 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნაფეტვრების და ფხაკაძის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის და ვარკეთილის III მასივის “დ” ქუჩის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსეევკის დასახლების, ზემო ალექსეევკის დასახლების, ალექსანდრე ქართველიშვილის და ახვლედიანის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას ქუჩის მოსახლეობას.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ