კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული ახალი რეგულაციების თანახმად, 28 ნოემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში თბილისის მეტრო არ იმუშავებს.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდვითარების სტაბილიზაციის მიზნით მთავრობა შემდეგ ზომებს მიმართავს:
28 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში მსხვილ ქალაქებში, კერძოდ კი თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის თბილისის მეტრო არ იმუშავებს.
ამასთანავე, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით პერიოდში დაიწყება შეზღუდვების შემსუბუქება და მუნიციპალური ტრანსპორტი იმუშავებს მგზავრთა რაოდენობის შეზღუდვით.
Loading…