სხვადასხვა

თბილისის მეტროპოლიტენი მგზავრებს კვლავ შემცირებული სამუშაო გრაფიკით მოემსახურება

მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან 21 სექტემბრამდე, თბილისის მეტროპოლიტენი მგზავრებს კვლავ შემცირებული სამუშაო გრაფიკით მოემსახურება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტროს ენერგოუსაფრთხოებისა და სავენტილაციო სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადის გადაწევა გლობალური პანდემიის ფარგლებში დაწესებულმა შეზღუდვებმა გამოიწვია.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კონტრაქტორმა კომპანიამ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადის გახანგრძლივება მოითხოვა. მეტროს ძალოვანი კაბელებისა და გამნიავებელი სისტემების დროული შეცვლის მიზნით, თბილისის მეტროპოლიტენის სამუშაო გრაფიკი კვლავ 06:00-დან 23:00 საათამდე შენარჩუნდება.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

თენგიზ კიტოვანი «რუსთავი2»-ის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე მივიდა

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უცხო-ენის პასუხები გამოაქვეყნა

კურიოზი გურიაში: საპირფარეშოს მოლარე ქალმა, მამაკაცი ფულის გადაუხდელობის გამო საპირფარეშოში ჩაკეტა

დატოვე კომენტარი