დამოუკიდებელი პროფკავშირი „ერთობა 2013“ მეტროპოლიტენის მუშაკთა ხელფასების გაზრდის მოთხოვნაზე პასუხს 1 მაისამდე დაელოდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დამოუკიდებელი პროფკავშირი „ერთობა 2013“-ის თავმჯდომარემ, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ხაზის მემანქანემ, რატი კაპანაძემ განუცხადა.