პროტესტი

თბილისის მერიასთან აქციაზე დაკავებული „სტრატეგია აღმაშენებელის“ 4 წევრი თავისუფალია

თბილისის მერიასთან აქციაზე დაკავებული „სტრატეგია აღმაშენებელის“ 4 წევრი გაათავისუფლეს

„წავუყენე ულტიმატუმი — ან გაათავისუფლებდნენ,
ან დაიწყებოდა ფართომასშტაბიანი აქცია, გადაიკეტებოდა
გზები!“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, დღეს თბილისის მერიასთან აქციაზე სამართალდამცავებმა „სტრატეგია აღმაშენებელის“ ოთხი წევრი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, აქციის მონაწილეები ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით არიან დაკავებულები, რაც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის ან სამხედრო მოსამსახურის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლები პლაკატების გაკვრის გამო მათი პარტიის წევრების დაჯარიმებას აპროტესტებენ და ჯარიმების ჩამოწერას მოითხოვენ.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ქუთაისში ოპოზიციის აქცია-მსვლელობა ექცესებით დაიწყო (Live)

Joni Kvaracxelia

ჟურნალისტების პროტესტი ბრიფინგზე

Joni Kvaracxelia

ისრაელში დემონსტრაცია წყლის ჭავლით დაშალეს

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი