“მთავარი არხის” ინფორმაციით სამგორში, თვალჭრელიძის ქუჩაზე სპეციალური ტექნიკა დაახლოებით, დილის 7 საათზე გამოჩნდა. ადგილზე ტექნიკამ 7 უკანონო ნაგებობა დაანგრია, მათგან 5 აუშენებელი იყო, 2 კი თითქმის დასრულებული. ადგილობრივები ამბობენ, რომ წინასაარჩევნოდ მიიღეს დაპირება, რომ “ქართული ოცნებისთვის” ხმის მიცემის შემთხვევაში მათ სახლებს გადაუფორმებდნენ.
Loading…
