სხვადასხვა

თბილისის კათოლიკური ეკლესიის კათედრალში ამერიკის ეპისკოპალური ეკლესიის ეპისკოპოსმა, მარკ ედინგტონმა საზეიმო წირვა და კონფირმაცია ჩაატარა

26 ივნისს, კათოლიკური ეკლესიის კათედრალში, ამერიკის ეპისკოპალური ეკლესიის ეპისკოპოსმა, მისი აღმატებულება მარკ ედინგტონმა ჩაატარა საზეიმო წირვა და კონფირმაცია. ეპისკოპოსის ქადაგება შეეხებოდა თანასწორობას და თავისუფლებას. წირვის შემდგომ ჩატარდა კონფირმაცია რომელიც მიიღო თექვსმეტმა ადამიანმა. სამწუხაროდ მისმა აღმატებულებამ უკვე დატოვა საქართველო თუმცა ის აუცილებლად ჩამოვა საქართველოში წელიწადში ორჯერ. ჩვენ ვესაუბრეთ საქართველოში ეპისკოპალური ანგლიკანური ეკლესიის პასტოლარულ ლიდერს თომა ლიპარტელიანს, სწორედ მან გვითხრა რომ მათი სამრევლო 2018 წლის 21 აპრილიდან ფუნქციონირებს და ლიტურგიას ყოველ კვირას ატარებენ 16:00 ზე. ამჟამად ეპისკოპალურ — ანგლიკანურ ეკლესიას ჰყავს მრევლი ქუთაისშიც და შემდგომში თუ მაღალი ინტერესი იქნება გახსნიან სხვადასხვა ქალაქებშიც სამრევლოებს. სამრევლოში არიან ნიგერიელები, ნორვეგიელები, ინდოელები, ამერიკელები კანადელები, ბრიტანელები და ქართველები. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ერთადერთი კონფესიაა, რომელიც ჯვარს წერს ერთსქესიან წყვილებს. ჩემს მიერ დასმულ შეკითხვაზე პასტორალურ ლიდერთან უერთდება თუ არა მისი სამრევლო პრაიდის კვირეულს თომა ლიპარტელიანმა გვიპასუხა:

«ჩვენი ეკლესია მხარს უჭერს გამოხატვის თავისუფლებას, თანასწორობას და შესაბამისად მხარს ვუჭერთ პრაიდს. ჩვენი მრევლიც სრულიად თავისუფალია შეუერთდეს პრაიდის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს».

საუბრის ბოლოს რაღათქმა უნდა შევეხეთ ძალადობრივ, ჰომოფობურ, ქსენოფობიურ ჯგუფებს რომლებიც ქვიარ თემზე ძალადობას ქრისტიანობის დაცვით ამართლებენ, ვკითხე პასტორალურ ლიდერს თუ რას ეტყოდა სწორედ «ალტ- ინფოს» წევრებს რას გვასწავლის ქრისტე? თომა ლიპარტელიანი:

«ყველა ადამიანთმოძულეს ვეტყოდი, რომ მათ არა აქვთ უფლება გამოიყენონ ქრისტე და ქრისტიანობა თავიანთი ბოროტების განსახორციელებლად, რადგან ქრისტიანობა სრულიად საწინააღმდეგოა იმისა, რასაც ისინი სჩადიან».

თამარ ქუთათელაძე

ფოტოები: თამაზ შოშიტაშვილისა

Loading…

მსგავსი პოსტები

ხორვატიამ არგენტინა 3:0 დაამარცხა

ადეიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა

roma sajaia

ვაჟა-ფშაველას შვილიშვილი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა

დატოვე კომენტარი