“პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში” შესატანი ცვლილებების თანახმად, მოქალაქისთვის მათი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS შეტყობინებების გაგზავნა იზღუდება.
აღნიშნული კანონპროექტის ავტორი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურია. კანონპროექტი უკვე პარლამენტშია წარდგენილი.
დოკუმენტის მიხედვით, მონაცემთა დამუშავება პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დასაშვები ხდება მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის თანხმობით.
„დგინდება ვალდებულება, რომ მონაცემთა სუბიექტის თანხმობის მიღებამდე და პირდაპირი მარკეტინგის განხორციელებისას მონაცემთა დამმუშავებელმა/უფლებამოსილმა პირმა მონაცემთა სუბიექტს ნათლად და მარტივი ენით განუმარტოს მის მიერ თანხმობის ნებისმიერ დროს გამოხმობის უფლების და მისი განხორციელების მექანიზმის/წესის შესახებ.
რაც შეეხება საქნციებს, ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის 3000 ლარიდან მცირდება 2000 ლარამდე.
ინფო რუსთავი
