ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ ის გარდაცვალების შემდეგ თანახმაა ორგანოები მისცეს მას, ვისაც ეს სიცოცხლეს შეუნარჩუნებს.
«მე თქვენს წინაშე შევავსებ ბლანკს, მე თანახმა ვარ, რომ როცა გარდავიცვლები ორი ორგანო მივცე მას ვისაც ეს სიცოცხლეს შეუნარჩუნებს .ამ ქალაქში თუ ვინმე ივლის ჩემი გულით და ჩემი თვალებით საინტერესოა რა რეაქცია ექნებათ ადამიანებს.
მე მინდა , რომ დამწვან და ჩემი ფერფლი ჩაუყარონ ხის ნერგს. წარმოიდგინეთ, რომ სასაფლაოს მაგივრად არსებბდეს ხე რომელსაც ფერფლი მოეყრება, რა ლამაზი იქნება, რომ ამდენი სასფლაოს მაგივრად რომ იყოს გაშენებული ტყეები,ჩვენი სახელობის ხეებით.»-აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი