ახალი გარემოებებიდან გამომდინარე ირკვევა, რომ დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილი თავშესაფარს დასავლეთში ეძებდა. თუმცა, იცოდა თუ არა ამის შესახებ სუსმა ჯერ არ არის ცნობილი.
თამარის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადებით კი: „იმიტომ უნდა მოეკლათ, რომ იქ არ გახმაურებულიყო ამათი მონაწილეობა“.
გუშინ, „მთავარი არხმა“ ის მონაცემთა ბაზა გაასაჯაროვა, სადაც ჩანს, თუ რაზე მუშაობდა თამარ ბაჩალიაშვილი სიცოცხლის ბოლო პერიოდში. სავარაუდოდ, მისი კომპანია უცხოელ მომხმარებლებს ბარათებიდან ფულს ჰპარავდა და ამასთან, პირადი ინფორმაციის უკანონოდ მოსაპოვებლად სუს-თანაც თანამშრომლობდა.
„ნორვეგიაში რომ უნდოდა თავშესაფრის ძებნა, სუს-ს არ გაუჭირდებოდა ამის დადგენა, რომ თამუნამ იქ მოითხოვა თავშესაფარი და არიქა, აქ იმიტომ უნდა მოეკლათ, რომ იქ არ გახმაურებულიყო ამათი მონაწილეობაც. როცა გაირკვა ეს ყველაფერი იმიტომაც უნდოდა საზღვარგარეთ წასვლა და ფარდის ახდა ამ ყველაფერზე, შეეწირა კიდეც ამ ყველაფერს.
თუ თვითონ მიზანმიმართულად და შეგნებულად ჩაერთვებოდა, მაშინ ცოცხალი იქნებოდა, როგორც არიან სხვები შეგნებულად ჩართულები. ძალოსნები არიან ამ იმაში გარეული, რადგანაც დააფარეს ხელი ამ ყველაფერს და ჩაფარცხეს გამოძიება და დახურეს საქმე”, – აცხადებს თეა თამაზაშვილი.
