«თამარი იყო უზურპატორი, მან მოახდინა ხელისულების უზურპაცია»

0
1538

როგორც ცნობილია დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა საქართველოს ტერიტორია უკვე დატოვა, მას ყოფილი მეუღლე სასამართლოში ძალადობის  გამო უჩივის.

«პრაიმტაიმთან»  მისი ადვოკატი ლევან ჩხეიძე  საუბრისას, აცხადებს რომ  სამეფო ტახტი დავით ბაგრატიონ-მუხრანელს ეკუთვნის, რომელიც მემკვიდრეობით მის ვაჟს, გიორგის გადაეცემა.

«მიუხედავად იმისა, როგორ გადაწყდება სამართლებრივი დავა, ამას არანაირი კავშირი არა აქვს იმ პოლიტკურ მოვლენასთან, რომელიც შეიძლება სამომავლოდ დღის წესრიგში დადგეს მონარქიის აღდგენის კუთხით. მათი შეუღლება იყო სიმბოლური აქტი და პოლიტკური შეთანხმება ორ ოჯახს შორის, რომელიც დაარღვია გრუზინსკების ოჯახმა. ანუ სახეზე გვქონდა დინასტიის ორი სხვადასხვა შტო, რომელთაც ისტორიულად ჰქონდათ მწვავე დაპირისპირებები.

ახლა ვის ეკუთვნის ტახტი? ცხადია, უპირატესი ჩვენი მხარეა, მათ აქვთ თავისი არგუმენტები, ჩვენ — ჩვენი. მთავარი ხალხის გადაწყვეტილება — სურთ თუ არა მონარქიის აღდგენა. თუ ამ საკითხს გადაწყვეტენ, მაშინ უნდა გავითვალისწინოთ ისტორიული წარსული. ისტორია კი ამბობს, რომ სამეფო ღირსება გადადიოდა მამიდან ვაჟზე, ანუ მამაკაცზე. ქალზე სამეფო ღირსება არ გადადიოდა. ეს გიორგი XII-ს ვაჟს, დავით გამგებელს თავის აღწერაშიც აქვს ნათქვამი. იქ ვკითხულოთ, რომ ქვრივებზე და პრინცესებზე სამეფო ღირსება არ გადადის. ანუ ყველა შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება კაცის მხარეს. თამარ მეფის შემთხვევა ეს არის ბევრად უფრო ძველი პერიოდი. მაგ შემთხვევაში დაირღვა მაშინ არსებული კანონი, ასევე დაირღვა მეფის ანდერძი, საუბარია დავით V-ს ანდერძეზე, რომლის თანახმადაც ტახტზე უნდა ასულიყო მისი შვილი დემნა. იქ მოხდა ტახტის უზურპაცია და მეფემ ფიზიკური ძალით განახორციელა სწორედ უზურპაცია და თავისი ქალიშვილი გამოაცხადა მემკვიდრედ. ვინც მას არ დაეთანხმა ან თვალები დათხარა, ან კოჭები დაუმტვრია. თამარი, როგორც ასეთი იყო უზურპატორი, მან მოახდინა ხელისულების უზურპაცია», —  განაცხადა  «პრაიმტაიმთან»დავით ბაგრატიონის ადვოკატმა  ლევან ჩხეიძე.

ფაქტები.ჯი

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ