განცხადება/მიმართვაპოლიტიკა

თაკო ჩარკვიანი “ევროპულ საქართველოს” თაღლითობაში ადანაშაულებს

„„კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი “ევროპულ საქართველოს” თაღლითობაში ადანაშაულებს.

„რამდენადაც ვიცი, ყველა ვთანხმდებოდით, რომ არ უნდა ვითანამშრომლოთ „ოცნებასთან“. ვფიქრობ, ეს დიდი ხნის გაფორმებულია და ამისთვის მემორანდუმი სჭირდებათ? მე ვიცი, რომ „ევროპული საქართველოდან“ ზოგიერთი თანამშრომლობს „ოცნებასთან“. არასერიოზული საუბარი ყოველთვის თაღლითობა მგონია, მომიტევონ, მაგრამ ამასაც კვლავ რაღაც თაღლითობის სუნი ასდის.

შეიძლება, ვიღაცამ გამოაცხადოს დასავლეთის მომხრე ვარო, მაგრამ ძალიან არასიმპატიური და თაღლითი იყოს. ინდულგენცია კი არ არის ის, რომ თქვა, რომ მე დასავლეთის მომხრე ვარ. ამიტომ დაფიქრება გმართებს. არ ვიცი, რას გულისხმობენ, ვერ გავიგე, ცოტა გამეცინა. ვერ გამოვიცანი მათი იურიდიული გამაგრება ამ დოკუმენტის. სასაცილოდ მომეჩვენა და ის, რაც სასაცილოდ მეჩვენება, მგონია, რომ ცუღლუტობენ. სრულიად სხვაგვარად გადანაწილდება ყველაფერი, სრულიად სხვა ვითარება მოდის და არ მგონია, „ევროპულ საქართველოს“ ასე ოპტიმისტურად ჰქონდეს საქმე. ჯერ კიდევ მაშინ უფრო ვიწრო წრე რომ იყო, ვერ მოაგროვეს იმდენი ხმა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი გასულიყო. ახლად შექმნილ პარტიებს ყოველთვის უფრო მეტი შანსი აქვთ, რადგან ადამიანები მათ სისუფთავეს უფრო სხვა თვალით უყურებენ“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

“ნაციონალური მოძრაობის” იდეოლოგიის ყველა პარტია დამარცხებისთვისაა განწირული-წილოსანი

roma sajaia

დაძაბული ვითარების ფონზე დაიწყო მოლაპარაკება შს მინისტრსა და აქციის ერთერთ ორგანიზატორს შორის

Joni Kvaracxelia

“მაიძულა პაუზის აღება და საბოლოოდ ვთქვი უარი სცენაზე”-ნინო ანანიაშვილი

roma sajaia

დატოვე კომენტარი