განცხადება/მიმართვა

“თავს დააბრალონ და ივანიშვილს”-ბუღაძე სანქციებზე

აშშ-ის სანქციების პირველ  ტალღა მწერალი ლაშა ბუღაძე ეხმაურება:

“ეს ძალიან სამწუხაროა, ძალიან სევდიანი ამბავია, რომ საქართველოს ისტორიაში ასეთი რაღაცა მოხდა, მაგრამ თავს დააბრალონ და ივანიშვილს დააბრალონ. ივანიშვილი ამათ ამშვიდებდა, რომ ეს ჩაივლის, ეს გადაივლის. არაფერი არ გადაივლის. რამხელა ტრაგედიაა – პროპაგანდისტები ვთქვათ, პარლამენტის წევრები, და სხვადასხვა, რომ მთელი ცხოვრება მათ ედებათ ეს დამღა. ხელისუფლება შეიცვლება, მაგრამ როდესაც არის ადამიანი სანქცირებული, მას და მის ოჯახის წევრებს ექმნებათ მუდმივი პრობლემა. ივანიშვილი რუსია მთელი თავისი კონსტრუქციით. აი მას დააბრალონ. როდესაც ახლა ამბობენ, ვითომ გაკვირვებულები, რატომო? იმიტომ, რომ ხმა მისცეს რუსულ კანონს და საქართველოს შეუცვალეს საგარეო ტრადიციული კურსი. შტატები არასდროს ხუმრობს, ევროკავშირი არასდროს ხუმრობს. ეს არ არის მოქრთამული რუსეთი, ხალტურაზე ორიენტირებული და არათანმიმდევრული”, – განაცხადა ბუღაძემ.

მსგავსი პოსტები

“მე შემიძლია მიშას ვურჩიო ის, რაც საერთო საქმისთვის უკეთესია”-ნიკა მელია

“ზურაბიშვილი უვარგისი ადამიანია…მე ვიცი რასაც ვაპირებ”-გიორგი ოთხმეზური (ვიდეო)

ნიკა გვარამია რუსთავი2-ის გასხვისების საქმეს ეხმაურება

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი