პოლიტიკა

„თავისუფალი საქართველო“: პროკურატურა სამართლიანობის აღდგენას ბლოკავს

4 ოქტომბერს, თბილისის პროკურატურასთან, „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერებმა კახა კუკავამ და გოგი წულაიამ, საპროტესტო ბრიფინგი გამართეს. ისინი საუბრობენ იმის შესახებ, რომ 2012-წლიდან მოყოლებული, ე.წ. სამართლიანობის აღდგენით მხოლოდ „ქართული ოცნების“ რამოდენიმე მხარდამჭერმა ისარგებლა, ხოლო ფართო საზოგადოებისათვის ეს პროცესი აბსოლუტურად მიუწვდომელია: „ათასობით ადამიანს, რომელსაც ჩამოართვეს კერძო საკუთრება, ან რომელთაც ნარკოტიკი ჩაუდეს, ეს პროცესი საერთოდ არ შეეხო“ — განაცხადა კახა კუკავამ.

გოგი წულაიამ კონკრეტული მაგალითი მოიყვანა ელენე ჩიტუაშვილის საქმეზე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა და სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან რეკეტის მსხვერპლი გახდა. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდგომ, ჩიტუაშვილმა არაერთხელ მიმართა მთავარ პროკურატურას, სახალხო დამცველს და სხვა შესაბამის უწყებებს, თუმცა მის საქმეზეც, ისევე, როგორც სხვა ათასობით საქმეზე, ამ დრომდე „გამოძიება მიმდინარეობს“.

„თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, მთავარი პროკურატურა (სასამართლოსთან ერთად) არის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული უწყება და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ცვლილება თუნდაც მხოლოდ იმისათვის არის აუცილებელი, რომ ამ დაჭაობებული სისტემის რეფორმირება დაიწყოს.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

ლავროვი: გვაშფოთებს ქართული პოლიტიკური ელიტის ზოგიერთი რადიკალური განწყობილება, რომლებიც რუსოფობიური განწყობის გაძლიერებასა და ჩვენი ხალხების წაჩხუბებას ცდილობენ

ვინ არიან ქართული ოცნების ის დეპუტატები, რომლებიც შეუერთდებიან საპროტესტო აქცია «სირცხვილია»-ს?

Joni Kvaracxelia

ბახტაძე: ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტების შეძენა პენსიონერებს, შშმ პირებს და სხვა ჯგუფებს ერთ ლარად შეეძლებათ

დატოვე კომენტარი