„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საერთო პასუხისმგებლობაა. 2020 წლის არჩევნების შედეგების დისკრედიტაციის მიზნით წარმოებული დეზინფორმაციული კამპანია გვიჩვენებს, რომ არჩევნები მხოლოდ მთავრობის პასუხისმგებლობას არ წარმოადგენს. ყველა მოქმედმა პირმა – ხელისუფლებამ, ოპოზიციამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, მედიამ და საერთაშორისო სუბიექტებმა, პოლიტიკური და ფინანსური წვლილის გაღების პარალელურად, თავიანთი წილი პასუხისმგებლობა უნდა იტვირთონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე»-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილიმა სოციალურ ქსელში დაწერა.