განცხადებები

«თავიანთ გადაცემებში ყოველ დღე იგინებიან ის ადამიანები, მე ლექსიკას მიწუნებს»-მეუფე სტეფანე

მიტროპოლიტმა სტეფანემ წირვის შემდეგ მეუფემ მრევლს ქადაგებით მიმართა და ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილა ყურადღება.

«შეიძლება ჩემს ლექსიკაში რამდენიმე ბარბარიზმი გაერია, შეიძლება ვიღაცამ რაღაცა თქვას ამაზე, მაგრამ ყველამ თავის სულში ჩაიხედოს და თავის ლექსიკას გადახედოს.

ვწირავდი, დამესხნენ თავს, მერე მივედი მოსანახულებლად მონასტერში, იქაც რაღაცები მომიწყვეს, მათ აირჩიეს დეზინფორმაციული საშუალებების მეშვეობით უხეში ზეწოლა საზოგადოებრივ აზრზე და ეკლესიაზე. არ მაძლევენ საშუალებას ნორმალურად ვთქვა რამე და მერე მედავებიან ორ და სამ სიტყვაზე. ხანდახან შედარებით ემოციურად ვლაპარაკობ, ვიდრე ჩვეულებრივად.

თავიანთ გადაცემებში ყოველ დღე იგინებიან ის ადამიანები, ვინც მე ლექსიკას მიწუნებს»-განაცხადა სტეფანემ.

შეგახსენებთ  მიტროპოლიტმა სტეფანემ მარტვილის მონასტრის წინამძღვარს  „დებილი დედაკაცი” უწოდა.

Loading…

მსგავსი პოსტები

«ჩვენ დავარწმუნებთ ამერიკელ კოლეგებს, რომ საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება გრძელდება»-არჩილ თალაკვაძე

სალომე ზურაბიშვილი — კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობოების თავისუფლებას შეზღუდავს, საზიანო იქნება დემოკრატიული ტრანსფორმაციის, გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და ევროინტეგრაციის გზისთვის

აშშ-მა საქართველოს სანაპირო დაცვას ორი სადარაჯო ხომალდი „ოჩამჩირე“ და „დიოსკურია» გადასცა

დატოვე კომენტარი