ზურაბ ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის სასამართლო პროცესი მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო

0
46

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაკავებულების, „გირჩი — მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო.

აღნიშნულის მიზეზი, ჯაფარიძისა და მოსიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა.

შემდეგი სასამართლო სხდომა 5 აპრილს, 16:00 საათზე გაიმართება.

როგორც თავად ჯაფარიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, მას კოვიდი დაუდასტურდა, მოსიაშვილს კი ტვინის შერყევა აქვს და კლინიკაშია მოთავსებული.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ