პოლიტიკა

ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ

პარლამენტის პლენარულმა სხდომამ მხარი დაუჭირა პარლამენტის ორი წევრისთვის — ზურაბ გირჩი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა 79 დეპუტატმა.
მამუკა ხაზარაძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა ასევე 79 დეპუტატმა, ხოლო 2-მა პარლამენტის წევრმა ხმა აღნიშნულ გადაწყვეტილების წინააღმდეგ მისცა.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ პარლამენტს პირადი განცხადებით მიმართეს მათთვის ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.

Loading…

მსგავსი პოსტები

ლევან ხაბეიშვილს 2 000-ლარიანი გირაო შეეფარდა-იხილეთ პროკურატურის განცხადება

ნიკა მელია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

roma sajaia

2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე პარლამენტმა უარი თქვა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი