გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსში აღმოჩენილი 66 წლის გარდაცვლილი ქალის შვილი, აცხადებს რომ დედის ცხედარს სახლში 1 თვის განმავლობაში უსახსრობის გამო ინახავდა.
“ჯერჯერობით ვერიდებოდით, რადგან საშუალებასთან, სახსრებთან არის ყველაფერი დაკავშირებული”, – განაცხადა გარდაცვლილი ქალის შვილმა ზურაბ ბარბაქაძემ მედიას.
სამართალდამცველებმა ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. საქმეზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო.
Loading…
