ზურაბიშვილს იერუსალიმში მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი გადაეცა

0
163

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო- მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი გადაეცა.

“დიდი მადლობა იერუსალიმის პატრიარქს, მის უნეტარესობას თეოფილე მესამეს თბილი მიღებისთვის და იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოს – მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენის გადმოცემისთვის.
მის უნეტარესობასთან ვიმსჯელეთ ქართველი მეცნიერების შესახებ და გადაწყდა, რომ პრეზიდენტის პატრონაჟით მათ იერუსალიმის ეკლესიაში დაცულ ხელნაწერებზე და ხელოვნების ნიმუშებზე კვლევების ჩატარების შესაძლებლობა მიეცემათ”-აღნიშნულია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ