სხვადასხვა

ზურაბიშვილმა 23 წლის განმავლობაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ძებნილი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილამ 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით კიდევ ერთი, მკვლელობაში მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძე შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა.

ზურაბ ნადირაძის შეწყალება „მთავარ არხს“ ნადირაძის შვილმა სატელეფონო საუბარში დაუდასტურა. ზურაბ ნადირაძის მიერ მოკლული იოსებ ქოიავას ოჯახი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე გავლენა შეიძლებოდა მოეხდინა მის მრჩეველსა და საპარლამენტო მდივანს დიმიტრი გაბუნიას.

imedinews-ი ზურაბ ნადირაძის შეწყალებასთან დაკავშირებით ინფორმაციის გადამოწმებას პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეეცადა, თუმცა ადმინისტრაციაში სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. ამასთან, ცნობილია რომ ხვალ, 18 სექტემბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დიმიტრი გაბუნიას ბრიფინგი გაიმართება.

ზურაბ ნადირაძე 23 წლის განმავლობაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით იძებნებოდა. «რადიო თავისუფლების» ინფორმაციით, 1994 წელს თბილისში ჩხუბისას ცეცხლსასროლი იარაღით ოთხი ადამიანი დაიჭრა, რომელთაგან ერთიც, გიორგი ქოიავა საავადმყოფოში გარდაიცვალა. ზურაბ ნადირაძე მაშინ ამტკიცებდა, რომ მას არ ჩაუდენია მკვლელობა და პოლიტიკურად დევნიდნენ, როგორც ჩამოგდებული პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ადმინისტრაციის მაღალჩინოსანს. ნადირაძე თავს ჩეხეთში აფარებდა, რომელიც მის ექსტრადიციაზე წლების განმავლობაში ამბობდა უარს. თუმცა 2017 წელს, ჩეხეთის იუსტიციის მინისტრმა ნადირაძის საქართველოსი ექსტრადირებაზე მიიღო გადაწყვეტილება. ნადირაძეს 11 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

საქართველოს პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა ასევე ასლან ბეჟანიძე, რომელიც 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტმა სულ 34 მსჯავრდებული, მათ შორის 1 არასრულწლოვანი და 8 ქალი შეიწყალა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ შეწყალებულთა შორის ერთ-ერთი პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულიც იყო, რასაც საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. 29 აგვისტოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ ფაქტის განმარტებას არ აპირებს, რადგან შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა.

იმედინიუსი

Loading…

მსგავსი პოსტები

თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 30 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თერჯოლის მუნიციპალიტეტში ავტოავარიის შედეგად 4 მგზავრი დაშავდა

«რა მალე გადის დრო, ნატატა და თინანო დღეს ერთი თვის გახდნენ»-იხილეთ ფოტოები

დატოვე კომენტარი