განცხადებები

«ზურაბიშვილმა საქართველო იცის მოყოლით…ის ვერ მეტყველებს ქართულად»-პაატა ბურჭულაძე

ლანჩხუთში, გაერთიანებული ოპოზიციის  პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს პაატა ბურჭულაძემ განცხადება გააკეთა:

„განვმარტავ, რას ნიშნავს უკუსვლა. თუ ვინმეს კიდევ აქვს ილუზია, რომ შეიძლება „ოცნებამ“ თავისი კანდიდატი, ქალბატონი სალომე გაიყვანოს, ეს არის დიდი უკუსვლა. მე არ ვუსურვებ ამას საქართველოს. ძალიან მინდოდა, რაღაც დადებითი მენახა მე კანდიდატში, მაგრამ ჩამოვთვალოთ“ ის არის ქართველი?- არ არის ქართველი. მან საქართველო იცის მოყოლით, მოუყვნენ, ვინ ვართ ქართველები. ის მეტყველებს ქართულად?- ის ვერ მეტყველებს ქართულად, ვერ გვაგებინებს, რა უნდა. ის არის პატრიოტი ამ ქვეყნის?ის არ არის პატრიოტი ამ ქვეყნის, რადგან მან თქვა, რომ ჩვენ დავუწყეთ ომი რუსეთს და ჩვენ დავბომბეთ ჩვენი ხალხი. გარდა ამისა, მის დაწერილ წიგნს იყენებენ ჩვენს წინააღმდეგ უკვე სასამართლოებში, ევროპაში. დამისახელეთ ერთი თვისება. გეთანხმებით, ლამაზი ქალბატონია, მაგრამ სილამაზის გულისთვის შეიძლება მივცეთ მას ხმა?! ამიტომ ეს უკუსვლა უნდა მორჩეს“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

პრემიერმინისტრობის კანდიდატი ცნობილია, მამუკა ბახტაძემ 4 პუნქტიანი გეგმა წარადგინა

შალვა ნათელაშვილი ჟურნალისტებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

ცხოვრების ჩვეულ რიტმს, 1-1,5 წელში დავუბრუნდებით —ამირან გამყრელიძე

დატოვე კომენტარი