პოლიტიკა

ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრეზიდენტმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს მადლობა გადაუხადა, პრეზიდენტებს შორის საუბარი სატელეფონო კავშირით შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევს მადლობა გადაუხადა კახის რაიონში, სოფელ ალიბეგლოში ქართული სკოლის გახსნის გამო.

„თავის მხრივ, ილჰამ ალიევმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს აზერბაიჯანის მხარდაჭერა, როგორც ჩვენი ქვეყნის მეგობარმა და სტრატეგიულმა პარტნიორმა.

სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევს ასევე მადლობა გადაუხადა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელის საარჩევნო პროცესში საქართველოს კანდიდატურის მხარდაჭერისათვის“,- აღნიშნულია პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Loading…

მსგავსი პოსტები

„სამხრეთ ოსეთმა“ დღეიდან, ჩაკეტილი ე.წ. საზღვარი გახსნა

სასწავლო წელი ონლაინ რეჟიმში განახლდება

ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორისა და პრეზიდენტის შემდეგ იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებას პრემიერი აკრიტიკებს

დატოვე კომენტარი