სხვადასხვა

ზურაბიშვილი “ტერმინატორისა” და “მოსიარულე მკვდრების” პროდიუსერს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უცხოელ და ქართველ ქალ კინემატოგრაფებს შეხვდა, მათ შორისაა ტერმინატორისა და მოსიარულე მკვდრების პროდიუსერი გეილ ინნი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პროდიუსერები გეილ ენნ ჰერდი და პოლ თილტგესი საქართველოში ორგანიზაციის ქალები კინოსა და ტელევიზიაში (WIFT Caucasus) მოწვევით ჩამოვიდნენ. გეილ ენნი საერთაშორისო ორგანიზაცია Women in Film & Television International-ის (WIFTI) საპატიო წევრი და აქტიური მხარდამჭერია.

„მიმდინარე წლის ივლისში სწორედ მისი ხელშეწყობით დაფუძნდა ორგანიზაციის კავკასიის ფილიალი, რომლის საბჭოს წევრების უმეტესობაც საქართველოდან არიან, პრეზიდენტი კი რეჟისორი ნანა ექვთიმიშვილია. როგორც შეხვედრისას აღინიშნა, მათი საქმიანობის მთავარი თემა გენდერული თანასწორობის საკითხია და მასტერკლასებზეც, რომელსაც ისინი საქართველოში ჩაატარებენ მონაწილეთა გენდერული ბალანსია დაცული“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

პრაიმტაიმი

Loading…

მსგავსი პოსტები

შსს-მ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

დაკარგული ოპერატორი-სანდრო ბერაძის სამძებრო სამუშაოები დილიდან ისევ განახლდა

Joni Kvaracxelia

ყოფილი პატიმრის სკანდალური ინტერვიუ, რომელიც მარიანა ჩოლოიანის მიერ 2011 წელს დაკითხვას უკავშირდება

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი