განცხადება/მიმართვა

ზურაბიშვილი სალობიეში სიარულს არ დაანებებს თავს

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მოსახლეობის მხრიდან მის მიმართ უნდობლობა არ უნახავს და ამაში ხალხთან ურთიერთობამ დაარწმუნა. “მე დავდივარ ქუჩაში, გავდივარ რეგიონებში, ვხვდები ხალხს ძალიან დიდი დოზით და ძალიან დიდი დოზით სიყვარულით. ჩემი საზომი იმის, თუ როგორ აფასებს მოსახლეობა თავის პრეზიდენტს ეს არის, და არა რაღაც კრიტიკები და ხუთკაციანი გამოსვლები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხალხსა და პრეზიდენტს შორის ეს ურთიერთობა არ გაწყდეს და ამიტომაც სადაც საჭიროა, სალობიეშიც ვივლი, სხვადასხვა თავშეყრის ადგილებში ძალიან თავისუფლად ვივლი, ფეხით სიარულს გავაგრძელებ და ჩემს ხალხთან ვიქნები, სადაც საჭიროა და როგორც საჭიროა”, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

“ერთად ბრძოლით, ერთობლივი ძალით, ახალი ხალხით, ახალი შემართებით…”-ნიკა მელია განცხადებას ავრცელებს

roma sajaia

სააკაშვილმა შექმნა ეს ქვეყანა და მან უნდა მართოს – ლევან ვარშალომიძე

roma sajaia

„ლელო“, რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, საქართველოში დაიწყებოდა ომი და იქნებოდა ეკონომიკური კოლაფსი-პაპუაშვილი

roma sajaia

დატოვე კომენტარი