განცხადებები

ზურაბიშვილი სადღეგრძელოებიდან საქმეზე უნდა გადავიდეს-შაშკინი

«სალომე ზურაბიშვილს დღესვე შეუძლია ხელი მოაწეროს და უზრუნველყოს სამართლიანი არჩევნები, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი. ჯერჯერობით მე პირადად ვხედავ მხოლოდ სადღეგრძელოებს. დღეს სააკაშვილმაც განაცხადა, რომ ლაპარაკის და დისკუსიების დრო დასრულდა. ძალიან მალე იქნება არჩევნები და ჩვენ არ გვაქვს უსაფუძვლო დისკუსიებისთვის დრო, მოვიდა მოქმედების დრო. თუ ზურაბიშვილს რეალურად აწუხებს საქართველოს ბედი და მომავალი, ის სადღეგრძელოებიდან საქმეზე უნდა გადავიდეს.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი არის ბიძინა ივანიშვილის ხელში, იმიტომ რომ სააკაშვილი არის ივანიშვილის ტყვე და რუსეთის ჯაშუშის მიერ ეს საქმეები არის შეთითხნილი. თუმცა მეორე გასაღები აქვს სალომე ზურაბიშვილს. სალომე ზურაბიშვილს და ბიძინა ივანიშვილის ხელშია გამოუშვან სააკაშვილი»— ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის» ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი შაშკინმა „პალიტრანიუსის» გადაცემაში «360 გრადუსი» განაცხადა.

მსგავსი პოსტები

«საქართველო არის განვითარებადი დემოკრატია, გვაქვს საკმაოდ მძიმე პოსტსაბჭოთა წარსული»-გიორგი გახარია

«კიდევ ერთხელ ვნახე საბჭოთა პროკურატურის მენტალიტეტი. წერილის ორიგინალი გაგზავნილია ლონდონში, ექსპერტიზაზე“-მამუკა ხაზარაძე

Joni Kvaracxelia

გიორგი გახარიას და მთავრობას ისევე აღარ აქვს ლეგიტიმაცია, როგორც ივანიშვილის ზებრას და პინგვინს-ლევან ხაბეიშვილი

დატოვე კომენტარი