არსებული ინფორმაციით საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დაადებს კანონს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესახებ.
“ნაცვლად დამოუკიდებელი, ფართო კონსენსუსით შერჩეული და არჩეული საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელისა და წევრებისა, მიღებული ცვლილებებით, ცესკო-ს დაკომპლექტების პროცესი გახდა სრულიად ფიქტიური, რომელიც მხოლოდ მმართველი პარტიის პოლიტიკურ ინტერესზეა მორგებული.
შეიქმნა რისკი, რომ არჩევნებს ჩაატარებს ერთპარტიული, მიკერძოებული და მმართველი პარტიის მიერ კონტროლირებადი საარჩევნო ადმინისტრაცია, ეს კი გამოიწვევს პროცესის მიმართ უნდობლობას, როგორც საზოგადოებაში, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობაში.
როგორც არაერთხელ აქვს ნათქვამი, საქართველოს პრეზიდენტი “საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს”, ისევე როგორც ყველა, ნებისმიერ კანონს, რომელიც არ იქნება თანხვედრაში ქვეყნის ევროპულ გზასთან, ვეტოს დაადებს!”-წერია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
