საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსული სახელისუფლებო მედია სპუტნიკის ქართული ბიუროს სტატიას ფეისბუქზე საკუთარ გვერდზე აზიარებს. თუმცა ამჟამად სალომე ზურაბიშვილის პოსტი აღარ იძებნება ინტერნეტში. თუმცა ფეისბუკმომხმარებლებმა მაინც მოასწრეს მის მიერ გაზიარებული პოსტის შეახვა. შეგახსენებთ, რომ სპუტნიკს ფლობს რუსეთის მთავრობა და მას კრემლი აფინანსებს საერთაშორისო არენაზე. მედია პლატფორმა, რომელსაც დიმიტრი კისილიოვი ხელმძღვანელობს, 34 ქვეყნის 130 ქალაქში 30 ენაზე მაუწყებლობს. მას აქვს ბიუროები ოკუპირებულ აფხაზეთსა და ოსეთში.
Loading…