მომღერალი ბუბა კიკაბიძე «კვირის პალიტრასთან» განცხადებას აკეთებს:
“თუ გრიგოლი საქართველოს პრეზიდენტი გახდება, ძალიან ბევრ სასიკეთოს გააკეთებს საქართველოსთვის, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის უფლებები ამ ქვეყანაში ძალიან შეზღუდულია! მთავარია ხალხმა მისცეს საშუალება პრეზიდენტი გახდეს! უგანათლებულესი ადამიანია, მრავალ ენას ფლობს და პატრიოტია საქართველოსი! რუსეთის კადრი ვინც არის, კარგად ვხედავთ! ეგ არის სალომე ზურაბიშვილი! გრიგოლ ვაშაძე ევროპული ორიენტაციის კანდიდატია! დღეს არავინ იცის, როგორ მორჩება ეს ამბავი და ვის ავირჩევთ! ხელისუფლება იმაზე მუშაობს, რომ ხალხი ერთმანეთს დაუპირისპირდეს და თვითონ სკამები შეინარჩუნონ! ყველაფერს აკეთებენ ამისთვის, რაც სამარცხვინოა!”, – განაცხადა ბუბა კიკაბიძემ.