უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი არა პრეზიდენტი, არამედ ჩვეულებრივი რადიკალი ოპოზიციონერია.
«პრეზიდენტი აღარ არის, ის არის ერთი ჩვეულებრივი რადიკალი ოპოზიციონერი და მასაც თავისი როლი აქვს. მან ილაპარაკა უფრო რადიკალურად და უფრო ცუდად, ვიდრე „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებიც კი ლაპარაკობდნენ. ახლა მათ კონსტრუქციულის როლი მოირგეს, ერთ თვეში კვლევა აქვთ ჩასატარებელი. სალომე ზურაბიშვილი გაცილებით რადიკალია, ვიდრე „ნაცები“ არიან. „ნაცზე“ უფრო „ნაცი“ სალომე ზურაბიშვილი მოგვევლინა. დაახლოებით იმ როლშია, რა როლიც დაავალეს „ლელოს“ და გახარიას»-განაცხადა მდინარაძემ.