განცხადება/მიმართვა

ზურაბიშვილი პრაქტიკულად აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას-გურამ მაჭარაშვილი

საზოგადოებრივი მოძრაობა “ხალხის ძალის” წევრი გურამ მაჭარაშვილი სალომე ზურაბიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს.

“სამწუხაროდ, აღარ გვიკვირს ზურაბიშვილის განცხადებები, რომელიც აზიანებს საქართველოს. ეს არის მორიგი მტკიცებულება, როდესაც თუნდაც ფორმალური, მაგრამ მაინც პრეზიდენტი, აკეთებს განცხადებას, რომელიც პირდაპირ ემსახურება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯს. როდესაც შენ, ფორმალური, მაგრამ მაინც პრეზიდენტი, აღიარებ არაღიარებული დამოუკიდებელი სუბიექტის, ამ შემთხვევაში, მხოლოდ რუსეთის მხრიდან აღიარებული დამოუკიდებელი სუბიექტის, აფხაზეთის რომელიმე საჯარო მოხელეს თუნდაც და მის ლეგიტიმაციას, ეს ნიშნავს, რომ შენ აღიარებ, პრაქტიკულად, აფხაზეთის დამოუკიდებლობას და ეს შეცდომით არ მგონია. სამწუხაროდ, ის უკვე ასრულებს უცხოური ძალების დაკვეთებს”

შეგახსენებთ, რომ  სალომე ზურაბიშვილმა  ბიჭვინთის აგარაკებზე ე.წ. მოსამართლეების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეს არის “დამოუკიდებლობის მაგალითი აფხაზი მოსამართლეებისგან.”

მსგავსი პოსტები

“არც იმედი მაქვს და არც სურვილი ამ სიბინძურეში გახვეულ ადამიანებს წყალობა ვთხოვო. წყალობას უფალი მომანიჭებს, როცა დრო იქნება”-დეკანოზი გიორგი მამალაძის გზავნილი ციხიდან

“რაც მიძიგძიგია და გავგიჟებულვარ…საღამოს, რომ დავიწყე ერთხელ ცეკვა დილის 6 საათამდე ვცეკვავდი”-ქეთი დოლიძე

“ომალოს მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ხევში გადავარდა. არიან დაშავებულები”

დატოვე კომენტარი