“ზურაბიშვილისა და მისი შვილისთვის “უჯიშოს” წოდების გამო ქართველ ჯარისკაცს 1 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს-ჩამოძონძილია უკვე ივანიშვილის რეჟიმი”

0
1117

“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პოსტი ეხება სასამართლოს მიერ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შეურაცხყოფის გამო ქართველი ჯარისკაცის 1 წლიანი პატიმრობით დასჯას.

“პრეზიდენტობის კანდიდატობისას სალომე ზურაბიშვილის და მისი შვილის შეურაცხყოფისთვის ნაომარ ჯარისკაცს, გიორგი რუსიტაშვილს, რომელიც ამჟამად უკრაინაში რუს ოკუპანტებს ებრძვის, 1 წელი მიუსაჯა ქართულმა სასამართლომ. უჯიშო უწოდებია სალომეს შვილისთვის. სხვა სამხედროებსაც ემუქრებიან აღძრული საქმეებით( აფხაზეთზე განგრენა როგორ თქვაო, ამაზე გაბრაზებულებს “შეუმკიათ” სალომე).

ზუკა და მისი ოჯახი იმდენმა სახელისუფლებო ტროლმა და ბოტმა ისე უხამსად გვლანძღა და დაგვემუქრა( ლაშა ტალახაძის ჩათვლით), პროკურატურა და სასამართლო სულ მათ კანონიერ დასჯას აპირებს ხომ?))))

რა ჩამოძონძილია უკვე ივანიშვილის რეჟიმი…მალე, ალბათ, შემეცოდება”- წერს ბერძენიშვილი

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ