covid-19

ზუგდიდში 67 წლის მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ 67 წლის მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა.

“ორი ახალი შემთხვევიდან ერთი ბათუმში დადასტურდა, მეორე კი ქუთაისში, თუმცა ავადმყოფი არის ზუგდიდში, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

მამაკაცი covid -19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით 24 მარტს, გვიან ღამით მოათავსეს. პაციენტი ზუგდიდის სოფელ ზედაეწერიდან არის. მისი ანალიზები დღეს გადაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში.

პაციენტი ნამყოფია თურქეთში და ახლახანს ჩამოვიდა. მას შემდეგ ის საკუთარ სახლში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. აქვს ტემპერატურა, ცხელება და ხველა.

როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ირწმუნებიან, ის ზედმიწევნით იცავდა თვითიზოლაციის წესებს.

ლაივპრესი

 

Loading…

მსგავსი პოსტები

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 54-მდე გაიზარდა

შემუშავებულია აპლიკაცია, რომელიც QR კოდით კოვიდსტატუსის იდენტიფიცირებას მოახდენს

სასაზღვრო პოლიციის 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

დატოვე კომენტარი