ზუგდიდში 12 წლის მოზარდი თხრილში დაიხრჩო. შემთხვევა ე.წ. ვექტორის დასახლებასთან მოხდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მოზარდი, თანატოლებთან ერთად, თხრილში დაგუბებულ წყალში ბანაობდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
თამარ ქუთათელაძე
Loading…
