არსებული ინფორმაციით ზუგდიდში ძმამ 35 წლის და დაჭრა.
როგორ ირკვევა ქალს ჭრილობა დანით აქვს მიყენებული. ამ ეტაპზე ქალი გადაყვანილია ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში.
საავადმყოფოში აცხადებენ, რომ დაჭრილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.