რეგიონი

ზუგდიდში სანდრა რულოვსმა შშმ ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი გახსნა

ქ. ზუგდიდში სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა შშმ ბავშვებისთვის, რომელიც საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელმა, სანდრა რულოვსმა დააარსა. მისი თქმით ფონდის მიზანია მაქსიმალურად შეუქმნას შშმ ბავშვებს მათივე რეაბილიტაციისთვის ხელშემწობი გარემო.
„ეს არის ჩემი სახლი ზუგდიდში. აქ იქნებიან ბავშვები, რომლებიც მკურნალობენ ნეიროგანვითარების ცენტრში. ტრანსპორტირება, კვება დღეში სამჯერ, დაბინავება ჩვენზეა. გვაქვს ბიბლიოეკა, დიდი ეზო, გვინდა, სათბური გავაკეთოთ, პატარა ცხოველები მოვიყვანოთ, რაც ამ ტიპის ბავშვებისთვის კარგია და მიმზიდველი. ეს იქნება მულტიფუნქციონური ცენტრი, სადაც ჩატარდება მშობელთა კრებები, ჩამოვიყვან სპეციალისტებს ჰოლანდიიდან, რომლებიც აქ დაეხმარონ ბავშვებს. მინდა, რომ 2020-ში იყოს აქ დღის ცენტრიც, სადაც სხვადასხვა დიაგნოზის ბავშვები, დაახლოებით, 10-12 მოზარდი, დღისით, 10-დან 4 საათამდე სპეციალისტებთან ერთად იქნებიან“, — აღნიშნა რულოსვმა.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«კოსმოსით ვარ დაინტერესებული…»- 9 წლის ვუნდერკინდი წალენჯიხიდან(ვიდეო)

Joni Kvaracxelia

ხარაგაულში ერთ-ერთი ინფიცირებული პანაშვიდზე იმყოფებოდა

ხვალიდან აჭარაში მუნიციპალური ტრასნპორტის მოძრაობა აღდგება

დატოვე კომენტარი